ბრაზილიის პროკურატურა იძიებს ფიფას მიერ რასიზმის სავარაუდო გამოვლენას

ბრაზილიის პროკურატურა იძიებს ფიფას გადაწყვეტილებას, რომელიც ეხებოდა ორი შავკანიანი მსახიობის თეთრკანიანი მსახიობებით შეცვლას საფეხბურთო მატჩების კენჭისყრის ტელეტრანსლაციისას. ამ ინფორმაციამ სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რის გამოც ფიფამ განცხადება გაავრცელა. ფეხბურთის მესვეურები ირწმუნებიან, რომ მსახიობების შეცვლა მხოლოდ მათი პროფესიონალიზმით იყო განპირობებული. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 2014 წლის 12 ივნისს სან-პაულოში დაიწყება.