დამასკში აფეთქებამ, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი შეიწირა

დამასკში, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება მიმართული იყო თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი შენობის წინააღმდეგ. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დაიჭრა 17 კაცი. სირიაში 33 თვის წინ დაწყებული კონფლიქტის მსვლელობაში დამასკში უკვე რამდენჯერმე მოეწყო აფეთქებები თვითმკვლელი თავდამსხმელების მიერ. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ბოლო ინფორმაციით, 126 000-ს აღწევს.