მიხეილ სააკაშვილი აპირებს კიევში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მიტინგზე დასწრებას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მიტინგზე დასწრებას 7 დეკემბერს აპირებს -ამის შესახებ უკრაინულ სააგენტო უნიანს განუცხადა ევროპარლამენტის დეპუტატ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის თანაშემწემ იოანა ბეკერმა. მისი ინფორმაციით, კიევში მიემგზავრებიან თავად სარიუშ-ვოლსკი და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ელმარ ბროკი.