„ამნესტი“ წერილების წერის კამპანიას იწყებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ იწყებს წერილების წერის კამპანიას, რომლითაც მხარდაჭერას უცხადებს უფლებაშელახულ პირებს და ჯგუფებს მსოფლიოს გარშემო. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ კამპანია სახელწოდებით „წერეთ უფლებებისთვის“, რომელიც 6-დან 17 დეკემბრამდე გასტანს, მოიტანს 2 მილიონზე მეტ წერილს, ფაქსს, იმეილს და ტექსტურ შეტყობინებას, 12 პირის თუ ცალკეული თემის მხარდაჭერის მიზნით. კამპანიას რამდენიმე მიზანი აქვს. პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის მან ზეწოლა უნდა მოახდინოს ხუთი ქვეყნის - ეთიოპიის, ბირმის, ბაჰრეინის, ტუნისის და რუსეთის - მთავრობებზე. კამპანია ასევე მოუწოდებს კამბოჯის, მექსიკის, თურქეთის და ბელორუსიის ხელისუფლებებს შეწყვიტონ მოქალაქეების უფლებების დარღვევა. ამასთან, კამპანის მიზნებს შორისაა შეწყდეს სხვადასხვა თემის ინტერესების შეზღუდვა ნიგერიაში, პალესტინის ავტონომიასა და ჰონდურასში.