ევროპარლამენტი განიხილავს კიევში მიმდინარე მოვლენებს

მომავალ კვირას ევროპარლამენტი გეგმავს გამართოს დებატები და მიიღოს რეზოლუცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ევროპარლამენტის პრესსამსახური იტყობინება, სამშაბათს განიხილება ვინლიუსის სამიტის შედეგები და ევროპული პარტნიორობის სამომავლო გეგმები. კიევში კვლავაც გრძელდება საპროტესტო აქციები ევროინტეგრაციის მოთხოვნით.