კიევში დაიწყო იანუკოვიჩის შეხვედრა უკრაინის სამ ყოფილ პრეზიდენტთან

კიევში დაიწყო უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრა სამ ყოფილ პრეზიდენტთან - ლეონიდ კრავჩუკთან, ლეონიდ კუჩმასთან და ვიქტორ იუშჩენკოსთან. შეხვედრის მიზანია, განიმუხტოს კრიზისი, რომელიც უკრაინაში მოჰყვა იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ქვეყანაში ახლაც გრძელდება საპროტესტო აქციები.