ტიმოშენკოს მოადგილე სტრასბურგში გაემგზავრა კრიზისზე მოსალაპარაკებლად

უკრაინის ოპოზიციურ პარტია „ბატკივშჩინის“ თავჯდომარის მოადგილე, პარლამენტარი გრიგორი ნემირია სტრასბურგში გაემგზავრა ევროპარლამენტის წევრებთან და ევროკავშირის წარმომადგენელ პოლიტიკოსებთან შესახვედრად. „ბატკივშჩინის“ ოფისის განცხადებით, ნემირია ოთხშაბათს გაემგზავრა კიევიდან პარტიის თავმჯდომარის, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს თხოვნით. მოსალოდნელია, რომ ნემირია ისაუბრებს უკრაინაში ამჟამინდელ კრიზისზე, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ევროკავშირი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებას.