ურეკში შტორმის შედეგად სახლები დაიტბორა

ურეკში ზღვის სანაპირო ზოლზე სახლები დაიტბორა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსის თანაშემწემ, დიმიტრი დარჩიამ განუცხადა, ურეკის სანაპიროებზე 6-ბალიანი ღელვა დაფიქსირდა და ზღვისპირზე მდებარე სახლები დაიტბორა. დიმიტრი დარჩიას განმარტებით, მთელი ღამის განმავლობაში შტორმი იყო ბათუმის სანაპიროებზეც, თუმცა მოსახლეობა არ დაზარალებულა. ბათუმის 95%-ს წუხელ აღუდგა ელექტროენერგია, თუმცა ელექტროენერგია ზოგიერთ უბანში პერიოდულად ითიშება.