უმცირესობამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის სხდომებს

საქართველოს პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა უმცირესობამ. მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სხდომათა დარბაზში მომხდარი ფიზიკური შეხლა-შემოხლა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა უმცირესობის დეპუტატ გიორგი ბარამიძეს შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით სვანეთში, აფრასიძეების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაცია შეახსენა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.