მანდელა გადაასვენეს მშობლიურ სოფელში, სადაც კვირას დაკრძალავენ

ნელსონ მანდელას ცხედარი შაბათს გადაასვენეს მშობლიურ სოფელში, კუნუში, სადაც მას კვირას დაკრძალავენ. კუნუ ეკუთვნის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რეგიონს, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს. სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, აპარტეიდთან ბროძლის გმირი ნელსონ მანდელა კუნუში დაიბადა და გაიზარდა. მისი დაკრძალვა შედარებით მომცრო ცერემონია იქნება. მანდელა 5 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.