ევროკავშირმა შეაჩერა უკრაინასთან ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება

ევროკავშირმა შეაჩერა უკრაინასთან ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება. ევროკავშირის განმარტებით, არგუმენტებს, რომლებიც კიევში მოჰყავთ, „რეალობაში საფუძველი არა აქვს“. ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულემ სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა, რომ გასულ კვირაში უთხრა უკრაინის პირველ ვიცეპრემიერს, სერგეი არბუზოვს: შეთანხმების საკითხზე მომავალი დისკუსიები დამოუკიდებულია უკრაინის მთავრობის მკაფიო მზადყოფნაზე ამ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად.