ჯონ მაკკეინმა კიევში დემონსტრანტებს მიმართა

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე მიმართა ევროინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტებს. მან გამოთქვა რწმენა, რომ „უკრაინა უკეთესს გახდის ევროპას და ევროპა უკეთესს გახდის უკრაინას“.