პაკისტანში ძალადობამ შვიდი ადამიანი შეიწირა

პაკისტანში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა რამდენიმე თავდასხმის შედეგად. ჩვენი რადიოს პაკისტანური სამსახურის ცნობით, ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა თვითმკვლელის მიერ რავალპინდიში, შიიტურ მეჩეთთან მოწყობილ აფეთქებას - დაიღუპა, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი. რავალპინდი დედაქალაქ ისლამაბადის მახლობლად მდებარეობს.