შტორმი მძვინვარებს კანადის აღმოსავლეთ რაიონებში

კანადის აღმოსავლეთ რაიონებს შტორმი დაატყდა თავს. ტორონტოში 250 ათასი სახლი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. შტორმის შედეგად გაჩერდა მეტრო და ტრამვაი. ათობით ავიარეისი გადაიდო ტორონტოს, ოტავასა და მონრეალის აეროპორტებში.