ისრაელმა 26 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

ისრაელმა 26 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ესაა მორიგი ნაბიჯი, რომელიც პალესტინელთა დელეგაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელის შესაწყობადაა გამიზნული. ისრაელსა და პალესტინელებს შორის დიალოგში შუამავლის როლს ამერიკის შეერთებული შტატები თამაშობს. პატიმართა გათავისუფლება დღეს დილას მოხდა. ეს გათავისუფლებული პალესტინელების მესამე ჯგუფია 104 პატიმრიდან, რომელთა გათავისუფლებასაც დათანხმდა ისრაელი.