შესაძლოა, ორ დღეში გაირკვეს მომავალი მთავარი პროკურორის ვინაობა

საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი შესაძლოა, უახლოეს ორ დღეში დასახელდეს - ამ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. მისივე ცნობით, ოფიციალურად წარდგენამდე კანდიდატზე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრები იმსჯელებენ. პროკურატურის კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავარ პროკურორად პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი კანდიდატი უნდა დანიშნოს. ეს თანამდებობა ვაკანტური 30 დეკემბრიდანაა. მთავარი პროკურორის პოსტიდან ოთარ ფარცხალაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია გერმანიაში მისი ნასამართლობის შესახებ.