მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს უზბეკი მიგრანტი

მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს უზბეკი მიგრანტი. პოლიციის ცნობით, მამაკაცის გვამზე აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ორი ჭრილობა. დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი - ორივე რუსეთის მოქალაქე. მსხვერპლისა და ეჭვმიტანილების ვინაობას საჯაროდ არ ამხელენ. მოსკოვში იშვიათად არ ხდება თავდასხმები შუააზიელებსა და კავკასიელებზე.