საქართველოში ჩამოასვენეს თურქეთის ქალაქ გებზეში გარდაცვლილი 5 საქართველოს მოქალაქე

საქართველოში ჩამოასვენეს თურქეთის ქალაქ გებზეში გარდაცვლილი 5 საქართველოს მოქალაქე. ცხედრების ტრანსპორტირება სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე უზრუნველყო საქართველოს გენერალურმა საკონსულომ. თურქეთში სამუშაოდ მყოფი საქართველოს 7 მოქალაქე ახალი წლის დღეებში მოიწამლა კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელით. ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში მოათავსეს.