სარეკორდოდ მაღალია ევროზონაში უმუშევრობის დონე

უმუშევრობის დონე ევროზონაში კვლავ სარეკორდოდ მაღალი რჩება. ევროპის კავშირის სტატისტიკური უწყების, ევროსტატის თანახმად, 17 სახელმწიფოში, რომლებიც ევროს მოიხმარენ, უმუშევრობის დონე 12,1 პროცენტია, ანუ სამუშაო არ აქვს 19 მილიონზე მეტ ადამიანს. ევროსტატის მონაცემებით, უმვშევრობა 16-დან 25 წლის ასაკამდე ახალგაზრდებს შორის 24 პროცენტს აღემატება. ყველაზე მეტი უმუშევარი საბერძნეთშია და თითქმის 25 პროცენტს შეადგენს, ყველაზე ნაკლები, გერმანიასა და ავტსრიაში - დაახლოებით ხუთი პროცენტი.