საქართველოს საპატრიარქოსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა საქართველოს საპატრიარქოსთან, სადაც აქციებს მართავენ ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციისადმი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული უარყოფითი დამოკიდებულების მოწინააღმდეგეები და მხარდამჭერები. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ორი აქციის მონაწილეთა უთანხმოება სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და ფიზიკურში გადაიზარდა. ვითარების განმუხტვის მიზნით საპატრულო პოლიცია ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის ჩადგა და კონფლიქტის ადგილიდან რამდენიმე პირი გაიყვანა.