პაკისტანში აფეთქებამ სამი პოლიციელი შეიწირა

პაკისტანის უდიდეს ქალაქ კარაჩიში სამი პოლიციელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ბომბის აფეთქების შედეგად. დაღუპულებს შორის არის მაღალი რანგის პოლიციელი, ჩოდრი ასლამი, რომელსაც პაკისტანში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანში მოქმედმა ჯგუფმა, „ტეჰრიკ-ე-თალიბანმა“, რომელმაც თავდასხმას უწოდა შურისძიება „პოლიციის მიერ დაკავებული თალიბი მებრძოლების მიმართ სისასტიკისათვის“. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაზ შარიფმა დაგმო თავდასხმა და განაცხადა, რომ „ტერორისტების ეს ლაჩრული ქმედებები ვერ მოსპობენ ერის ნებას“.