ერაყში რამდენიმე აფეთქებას ათობით ადამიანი შეეწირა

ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ დანაღმული ავტომანქანებით მოწყობილი ტერაქტების სერიას და უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებებს ქვეყნის მასშტაბით კვირას დაახლოებით 21 კაცი ემსხვერპლა. თავდაპირველად მძლავრი აფეთქება მოხდა ბაღდადის ცენტრში ავტობუსის გაჩერებაზე, რასაც სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, როგორც იუწყებიან, ქვეყანაში ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ სუნიტური ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც ალ ყაიდას დროშით აწარმოებენ ბრძოლას. შაბათს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიქიმ მოსახლეობას გაერთიანებისა და ალ ყაიდის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდა.