თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, მისთვის ახალი ბრალის წარდგენას უწოდა "არაკომპეტენტური ხელისუფლების უნიჭოდ დადგმული მასკარადის გაგრძელება.“ Facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში ახალაია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიმკვიდრა არა საქმის მკეთებელი და ქვეყანაზე მზრუნველი გუნდის, არამედ არაკვალიფიციური, ისტერიული, მატყუარა და ჯაშუშების მფარველ ადამიანთა ჯგუფის სახელი. ახალაია აცხადებს, რომ განაგრძობს პოლიტიკურ-სამართლებრივ ბრძოლას, რათა საზოგადოებას დაანახვოს "ქართული ოცნების" ანტისახელმწიფოებრივი ზრახვები.