ჩეხეთში 31 ადამიანს წაუყენეს ბრალი მასობრივი მოწამვლის ფაქტის გამო

ჩეხეთში 31 ადამიანს წაუყენეს ბრალდება გახმაურებულ საქმეზე, რომელიც მეთილის სპირტით ორი წლის წინ მომხდარ მასობრივ მოწამვლას ეხება. 7 განსასჯელი ეჭვმიტანილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, რაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფალსიფიცირებული სპირტიანი სასმელი, რომელიც მომწამვლელ მეთანოლს შეიცავდა, ჩეხეთში 2012 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდა გაყიდვაში. მოწამვლისაგან 38 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 50-კი მძიმედ დაავადდა, ზოგიერთმა მხედველობა დაკარგა. სასამართლო პროცესი გაზაფხულზე დაიწყება.