პაკისტანში მსხვერპლი მოჰყვა ისლამურ ცენტრთან მომხდარ აფეთქებას

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ისლამურ ცენტრთან მომხდარი აფეთქების შედეგად. მორწმუნეები საღამოს ლოცვისთვის იყვნენ შეკრებილი, როცა ბომბი აფეთქდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.