მოსკოვში მოკლეს უზბეკი მიგრანტი

მოსკოვში მოკლეს 29 წლის უზბეკი მიგრანტი. მისი ვინაობა საჯაროდ არ გაუმხელიათ. მოსკოვის პოლიციის ცნობით, გვამს, რომელიც წუხელ იპოვეს, ცივი იარაღით მიყენებული 20-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება. ახალგაზრდა კაცი დამლაგებლად მუშაობდა ტაქსის კომპანიაში. მოსკოვის პოლიცია მიმდინარე თვეშივე იუწყებოდა ორი შუააზიელი მიგრანტის - ერთი უზბეკის და ერთი ყირგიზის - მკვლელობის შესახებაც. რუსეთში ხშირია ძალადობა შუააზიელი და კავკასიელი მიგრანტების წინააღმდეგ. მოსკოვში დაფუძნებულ, ქსენოფობიისა და ექსტრემიზმის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „სოვას“ ცნობით, 2013 წელს რუსეთში 20 ადამინი შეიწირა ეთნიკური სიძულვილით მოტივირებულმა თავდასხმებმა.