გარდაიცვალა აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე

83 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე. 2006 წლიდან ჯუმბერ ლომინაძე გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი საქართველოს კოსმოსურ სააგენტოს. 1997-2003 წლებში ჯუმბერ ლომინაძეს ეკავა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა. ცნობილი მეცნიერის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამძიმარი გამოუცხადა ჯუმბერ ლომინაძის ოჯახს და კოლეგებს.