სერბიამ ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები ევროკაშირში გაწევრიანებაზე

სერბიამ ოფიციალურად დაიწყო ბრიუსელთან მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. კავშირის გაფართოების კომისარმა შტეფან ფიულემ სამშაბათს ბლოკის სერბიასთან ურთიერთობის „ახალი თავი“ უწოდა წევრობის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას. სერბიის პრემიერ-მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა, რომელიც ოფიციალურად ხელმძღვანელობს მოლაპარაკების პროცესს, ამ მოვლენას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა. დაჩიჩის თქმით, ბელგრადი ევროკავშირში გაწვერიანების პროცესის დასრულებას 2018 წლისათვის გეგმავს.