პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა შიიტი მომლოცველების ავტობუსის აფეთქების შედეგად. მომლოცველები ირანიდან ბრუნდებოდნენ, როცა ბომბი აფეთქდა გზაზე, ქალაქ ქუეტას მახლობლად. ქუეტა არის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალქი. ცნობების თანახმად, დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. ჯერ არ არის ცნობილი, ვის ეკისრება აფეთქებაზე პასუხისმგებლობა. შიიტები უმცირესობას შეადგენენ, უმეტესწილად, სუნიტებით დასახლებულ პაკისტანში.