აზერბაიჯანში მკვდარი იპოვეს გეების უფლებების დამცველი

ბაქოში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს გეების უფლებები ცნობილი დამცველი ისა შახმარლი. 20 წლის აქტივისტი, რომელმაც მისი მეგობრების თქმით თავი ჩამოიხრჩო, ორგანიზაცია „აზად ლგბტ“-ს დამფუძნებელი იყო. „ეს ქვეყანა და ეს სამყარო არ არის ჩემთვის. მე გტოვებთ თქვენ. ღმერთმა დაგლოცოთ. უთხარით ჩემ დედას, რომ მე ძალიან მიყვარდა ის“, - ნათქვამია წერილში, რომელიც ისა შახმარლიმ თვითმკვლელობამდე საკუთარ ფეისბუკზე გამოაქვეყნა. აზერბაიჯანში, სადაც ბევრი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მსგავსად ერთსქესიანთა ურთიერთობა დეკრიმინალიზებულია, საზოგადოება ძირითადში მტრულად არის განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ.