კიევში იზრდება დაშავებულთა რაოდენობა

კიევში, სადაც გრძელდება მილიციასთან დემონსტრანტების დაპირისპირება, იზრდება დაშავებულთა რიცხვი. ბოლო მონაცემებით, დაპირისპირებამ, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი შეიწირა. დაშავებულია 300-მდე ადამიანი, მათ შორის 42 ჟურნალისტი. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ვიტალი კლიჩკო ისევ გამოვიდა მოწოდებით, თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლი. მან და ოპოზიციის დანაჩრენმა ორმა ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა და ოლეგ ტიაჰნიბოკმა გუშინ 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენეს უკრაინის პრეზიდენტს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. ულტიმატუმის ვადა დღეს საღამოს ამოიწურება. დღესვე გაიმართება ოპოზიციის ლიდერების მორიგი შეხვედრა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოძიჩთან, უკრაინაში კრიზისის მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად.