საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შაბათს საღამოს დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი ურთიერთობა მის პარტნიორ ვალერი ტრიერვეილერთან. „მსურს გაცნობთ, რომ დავასრულე თანაცხოვრება ვალერი ტრიერვეილერთან“, - განაცხადა „ფრანს პრესთან“ საუბარში პრეზიდენტმა ოლანდმა. საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი პარტნიორი ქალის დაშორების მიზეზი გახდა ორი კვირის წინ ტაბლოიდ „კლოსერში“ გამოქვეყნებული პუბლიკაცია, ოლანდისა და მსახიობ ჟიული გაიეს სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ.