ლიბანში მანქანის აფეთქებას ოთხი პირი ემსხვერპლა

ლიბანელი სამხედროების განცხადებით, მანქანაში ბომბის აფეთქებამ ოთხი ადამიანი შეიწირა აღმოსავლეთ ლიბანს ქალაქ ჰერმელში, ბენზინგასამართ სადგურთან. ჰერმელი შიიტური მოძრაობის ჰიზბოლას ერთ-ერთი საყრდენი ადგილია. აფეთქება, რომელიც სკოლასთან და ცნობილი შიიტი სასულიერო პირის ფონდის შენობასთან მოხდა, მეორეა ბოლო სამ კვირაში ამ ქალაქში, რომელიც სირიასთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს.