ინდონეზიაში 15 ადამიანი დაიხოცა ვულკანის ამოფრქვევის შედაგად. კუნძულ სუმატრაზე მაშველები განაგრძობენ ვულკან სინაბუნდის გარშემო სამუშაოებს. სექტემბერში დაწყებული ამოფრქვევა შაბათს გაძლიერდა. ვულკანი გავარვარებულ კლდეს და ფერფლს ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე აფრქვევს.