დაშავებულ უკრაინელ აქტივისტს ქვეყნის დატოვების ნება დართეს

უკრაინიდან იტყობინებიან, რომ დმიტრო ბულატოვს, აქტივისტს, რომელიც გატაცებული და მისი ნაამბობით, ნაწამები იყო კიევში არეულობებში მონაწილეობისთვის, სამკურნალოდ უცხო ქვეყანაში გაფრენის ნება დართეს. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე ჯგუფის, „ავტომაიდნის“ სპიკერი, ბულატოვი 22 იანვარს გაიტაცეს და რვა დღის შემდეგ გამოჩნდა ნაცემი და სავარაუდოდ, ნაწამები. მას მერე ის კიევში, საავადმყოფში იმყოფებოდა, სადაც მას პოლიცია და ანტისამთავრობო დემონსრანტები ყარაულობდნენ. პროკურატურის წარმომადგენელმა უთხრა ფრანცპრესს, რომ სასამართლომ გადაწყვიტა ბულატოვის სამკურნალოდ გაშვება. ვიტალი კლიჩკომ უთხრა როიტერს, რომ ბულატოვი ლატვიაში, რიგაში გაემგზავრა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ის რიგიდან ლიტვაში, ვილნიუსში გაფრინდა.