ბაღდადში მსხვერპლი მოჰყვა დანაღმული ავტომანქანების აფეთქებას

ბაღდადში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა რამდენიმე აფეთქების შედეგად. ცნობების თანახმად, ხუთამდე დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა ერაყის დედაქალაქის რაიონებში, რომლებშიც უმეტესწილად შიიტები ცხოვრობენ. ოთხშაბათს აფეთქებებმა ბაღდადში 30-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.