სამი ადამიანი ემსხვერპლა გემის ჩაძირვას ფლორიდის ნაპირებთან

სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მაშველებმა შვიდის გადარჩენა მოახერხეს ატლანტის ოკეანეში მცირე გემის ჩაძირვის შედეგად, რომელიც ამერიკის შტატ ფლორიდის ნაპირებიდან დაახლოებით 120 კილომეტრში ჩაიძირა. როგორც აშშ-ის სანაპირო დაცვა იტყობინება, რვამეტრიანი გემი, რომელზეც იმყოფებოდნენ დევნილები კარიბის რეგიონიდან, ამობრუნდა. ამ დრომდე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გემზე და რა გახდა გემის დაღუპვის მიზეზი. სამძებრო-სამაშველო საქმიანობა კვლავაც გრძელდება.