ერაყში ძალადობამ, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი შეიწირა

ერაყში ძალადობამ პარასკევს, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი შეიწირა. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ბაღდადში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს დეპუტატობის კანდიდატი ჰამზა ალ-შამარი - ის შიიტი სასულიერო პირის, მუყტადა ალ-სადრის მხარდამჭერებს მიეკუთვნებოდა. ბაღდადის ჩრდილოეთით, 200-მდე კილომეტრში მდებარე ტუზ ხურმატუში კი აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაიჭრა 28 ადამიანი. ერაყში ძალადობამ მარტო იანვარში შეიწირა 1000-ზე მეტი ადამიანი, რაც ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლია 2008 წლის შემდეგ.