ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა 19 პროცენტით გააუფასურა ტენგე

სავალუტო ბაზრის ცვალებადობის გამო ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა თავისუფალ მიმოქცევაში გაუშვა ეროვნული ვალუტა ტენგე, რასაც ეროვნული ფულის ერთეულის 19%-ით გაუფასურება მოჰყვა. ეროვნული ბანკის პასუხად ყაზახეთის სავალუტო პუნქტებმა შეაჩერეს დოლარის გაყიდვა, რასაც მეყსეულად მოჰყვა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის გზარდა. სამშაბათს სავალუტო ბაზარზე 1 დოლარი 186 ტენგე ღირდა, მაშინ როცა ორშაბათს 1 დოლარში 156 ტენგეს იხდიდნენ. ყაზახეთის ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვების სტიმულირების პროგრამის თანდათანობითი შემცირება გავლენას ახდენს განვითარებადი ქვეყნების სავალუტო ბაზრებზე და განვითარებულ ეკონომიკებში საერთაშორისო ვალუტის გადინებას იწვევს.