ევრომაიდნის ჩაფხუტები

კიევში, "უკრაინის სახლსა" და ქალაქის მერიის შენობებში, რომლებიც ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ხელშია, გამოფენილია ასამდე მოხატული ჩაფხუტი.

ყვავილებით გაფორმებული უკრაინის სახელმწიფო გერბი.

ერთ-ერთ ჩაფხუტს აწერია "22.01.2014". ამ დღეს პოლიციასთან შეტაკებების შედეგად საპროტესტო გამოსვლების სამი მონაწილე დაიღუპა.

ზოგი მხატვარი "პეტრიკოვკის" სახელით ცნობილ ხალხურ სტილს იყენებს.

ჩაფხუტები ლოზუნგებით: "უკრაინა ევროპაში" და "ღირსების რევოლუცია."

ამ სურათზე ასახულია კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე, მაიდანზე მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქცია.