აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი პარასკევს პეკინში შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. ჯონ კერის სურს, რომ ჩინეთმა ხელი შეუწყოს ჩრდილოეთი კორეის დაბრუნებას ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებზე. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჩინეთისგან უნდა მოეთხოვა ტერიტორიული უთანხმოების გამო ტოკიოსა და მანილის მიმართ აგრესიულ ნაბიჯებზე უარის თქმა. ჯონ კერი პარასკევსვე შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც.