კობა ჩოხელი: ავღანელები გვაცილებდნენ სრული სიძულვილით

საბჭოთა ჯარი გამოდის ავღანეთიდან

25 წლის წინ საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რითაც წერტილი დაესვა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ მსხვილ სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურას. საბჭოთა ჯარის ნაწილებთან ერთად ავღანეთის მიწა 25 წლის წინ ქალაქ რუსთავის მკვიდრმა კობა ჩოხელმაც დატოვა. 101-ე მოტომსროლელი პოლკი, რომლის რიგებშიც კობა ჩოხელი ირიცხებოდა, ძირითად სამხედრო კოლონასთან ერთად ქალაქ გერათიდან 11 თებერვალს გამოვიდა, თუმცა ამ რეიდისათვის, რომელსაც გზადაგზა მოჯაჰედებთან მცირე შეტაკებებიც ახლდა, საბჭოთა არმიის ხელმძღვანელობა ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს დიდი ხნის განმავლობაში გულმოდგინედ ამზადებდა. - კობა ჩოხელს ამ თემაზე სასაუბროდ პრაღიდან კობა ლიკლიკაძემ დაურეკა.

Your browser doesn’t support HTML5

კობა ჩოხელი: ავღანელები გვაცილებდნენ სრული სიძულვილით