პაკისტანში ექვსი პირი დააპატიმრეს შეყვარებული წყვილის ჩაქოლვისთვის

პოლიციამ პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში ექვსი პირი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილნი არიან მრუშობაში შემჩნეული გათხოვილი ქალისა და დაოჯახებული მამაკაცის ჩაქოლვაში. ხელისუფლება აცხადებს, რომ ბრბომ წყვილი კვირას ბელუჯისტანის შორეულ სოფელ ლორალაიში ჩაქოლა მას შემდეგ, რაც მას ბრალი წაუყენა ქორწინგარეშე ურთიერთობაში. ოფიციალური ინფორმაციით დაკავებულთა შორის არიან ქალის მამა და ძმა და ასევე ქალის ბიძა და მამა, გარდა ამისა, დაპატიმრებულია სასულიერო პირი, რომელმაც ჩაქოლვის ბრძანება გასცა. ოჯახის ღირსების დაცვის სახელით, პაკისტანში ყოველწლიურად ასობით ადამიანს კლავენ, თუმცა ჩქაოლვა იშვიათად გამოიყენება.