იანუკოვიჩი და ოპოზიცია შეთანხმდნენ „ზავის“ და მოლაპარაკების თაობაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი და ოპოზიციის ლიდერები შეთანხმდნენ „დაზავების“ და პირდაპირი მოლაპარაკების დაწყების თაობაზე, რათა ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი. ეს განცხადება იანუკოვიჩის ვებსაიტზე გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ოპოზიციის სამ ლიდერთან გამართა შეხვედრა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა, - რომელიც შეხვედრაში მონაწილეობდა, - თავისი პარტია „ბატკივშჩინის“ ვებსაიტზე განათავსა განცხადება, რომ თავისუფლების მოედანზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იერიში დღეს არ განხორციელდება. კიევში ძალადობის ბოლო ტალღას სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა. იანუკოვიჩის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ძალადობის გაგრძელება უშედეგოდ არ ჩაივლის. ხუთშაბათს კიევში ვიზიტით ჩადიან გერმანიის, პოლონეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.