რადამ მიიღო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადგენილება

უკრაინის უმაღლესმა რადამ წუხელ მხარი დაუჭირა დადგენილებას ცეცხლის შეწყვეტისა და სპეცნაზისა და სამხედროების ყაზარმებში დაბრუნების შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს იარაღის გამოყენების აკრძალვას და ოთხშაბათს ქვეყნის უშიშროების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას უკანონოდ მიიჩნევს. დოკუმენტს მხარი 236 დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა მისი ძალაში შესასვლევად პარლამენტის სპიკერის, ვლადიმირ რიბაკის ხელმოწერაა საჭირო. საინფორმაციო საშალებების ნაწილი იუწყება, რომ რიბაკმა უკრაინა დატოვა. სავარაუდოდ, უახლოეს საათებში კანონმდებლები რიბაკის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ იმსჯელებენ.