ვიქტორ იანუკოვიჩი მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს და აცხადებს, რომ არ აპირებს გადადგომას. უკრაინულ ტელეარხ UBR-თან ინტერვიუში, რომელიც ხარკოვშია ჩაწერილი, იანუკოვიჩი აცხადებს, რომ რეგიონების პარტიის დეპუტაციაზე ხორციელდება ზეწოლა, დაშინება, რათა დატოვონ მმართველი კოალიცია და ხმა მისცენ უკანონო გადაწყვეტილებას. უკრიანის პრეზიდენტმა "ბანდიტიზმის" უწოდა "ვერხოვნა რადაში" მიმდინარე მოვლენებს და საკანონმდებლო ორგანოს ყველა გადაწყვეტილებას "უკანონო" უწოდა. იანუკოვიჩი აცხადებს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა დაიცვას ადამიანები და არ დაუშვას დესტაბილიზაცია.