სოფლის შენებას რა უნდა?!

სიღნაღი

საქართველოში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 26 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით სოფლის კრებები გაიმართება. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, თავად გადაწყვიტოს, თუ როგორია სოფლის პირველი რიგის საჭიროება და რაზე უნდა დაიხარჯოს ფული. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ქუთაისიდან, ლაგოდეხიდან, ახალციხიდან და ზუგდიდიდან.