პარლამენტმა იანუკოვიჩის საქმის ჰააგაში გაგზავნის გადაწყვეტილება დაამტკიცა

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს ქვეყნის დამხობილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და მთავრობის იმ წევრთა საქმეები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სერიოზული სახელმწიფოებრივი დანაშაულის ჩადენაში. „ვერხოვნა რადას“ სამშაბათის გადაწყვეტილება ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვიტალი ზახარჩენკოს, გენერალური პროკურორის ვიქტორ პშონკასა და სხვა მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ითვალისწინებს ანტისამთავრობო დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ძალადობის“ გამო. პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ შეტაკებებს კიევის ქუჩებში სულ მცირე 100 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.