უკრაინის პრემიერ-მინისტრად არსენი იაცენიუკი წარადგინეს

უკრაინაში პროევროპული ძალების ერთ-ერთი ლიდერი, არსენი იაცენიუკი წარადგინეს პრემიერ-მინისტრად ქვეყნის ახალ მთავრობაში. მოსალოდნელია, რომ უკრაინის პარლამენტი ხუთშაბათს უყრის კენჭს მთავრობის შემადგენლობას. იაცენიუკის კანდიდატურა ოთხშაბათს საღამოს დასახელდა კიევის ცენტრში, მაიდანზე შეკრებილთა წინაშე.