შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ სიმფეროპოლის აეროპორტში

უკრაინის ქალაქ სიმფეროპოლის აეროპორტში გამოჩნდნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები, რომლებსაც ტანსაცმელზე არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშანი არ გააჩნიათ, ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ უკრაინულ და რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. თვითმხილველთა თქმით, 50-მდე ადამიანმა, რომლებიც აეროპორტში მანქანებით მივიდნენ, ჯაჭვი შემოარტყეს აეროპორტის შიდა რეისების ტერმინალს.